როცა სეზონი დასრულდება, "ბეტისს" ექსკლუზიური უფლება აქვს პაულაუ გამოისყიდოს. პაულაუ 29 წლისაა, "ვასკუ და გამას" გაზრდილია, თუმცა სახელი "ნავალში" თამაშით გაითქვა, საიდანაც პორტუგალიურ "ბრაგაში" გადავიდა, საიდანაც "სენტ ეტიენში" ამოჰყო თავი.
ამ დღეებში ესპანურ ფეხბურთში კიდევ რამდენიმე სატრანსფერო ცვლილება განხორციელდა. ეს ტრანსფერები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, მათზე ცალკე სტატია დავწეროთ. ასე რომ, მათზე მოკლედ მოგითხრობთ.
ბილბაოს "ატლეტიკმა" 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გორკა
ხორხე გალანი შოტლანდიური "კილმარნოკიდან" "ოსასუნაში" დაბრუნდა, მაგრამ 22 წლის ფორვარდი ნავარელებმა ახლა "რეალ უნიონში" გაანათხოვრეს სეზონის ბოლომდე და მას 21 წლის მცველი ეხი სენარიც მიაყოლეს იმავე "უნიონში".
27 წლის ჟილვან გომეშ ვიეირა, რომელსაც თბილისის "დინამოში" და "ზესტაფონში" უთამაშია, 150 ათას ევროდ "უესკადან" "ერკულესში" გადავიდა.
"უესკაში" მან 70 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვალენსიის მხარის კლუბთან.
"ვილიარეალმა" 23 წლის მცველი კარლოს ტომასი "პონფერადინაში" გაანათხოვრა. "ხეტაფემ" 23 წლის ნახევარმცველი პედრო მოსკერა "რეალს" ათხოვა. ბუნებრივია, მოსკერა "სამეფო კლუბის" რეზერვისტებში ითამაშებს. მოსკერა "რეალის" აღზრდილია. 2010 წელს მან ერთი მატჩიც კი ითამაშა ძირითად გუნდში (სხვათა შორის, "ხეტაფეს" წინააღმდეგ). "რეალის" სარეზერვო გუნდის ექსკაპიტანმა განაცხადა - იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდს სეგუნდა დივიზიონის საგზური მოაპოვებინოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"