შეგახსენებთ, მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:2 წააგეს, რაც მათ "კაპ ნოუზე" აუცილებლად გატანას აიძულებდა. მართლაც, ჟოზე მოურინიოს გუნდმა არცთუ ურიგოდ დაიწყო და კარგადაც უტევდა. გამოსარჩევი დაახლოებით 30 მეტრიდან მესუთ იოზილის დარტყმა იყო - ბურთი ხარიხას მოხვდა და იქიდან ასხლეტილმა ლამის გადაკვეთა კარის ხაზი.
მაგრამ, პირველ ტაიმში გატანა მხოლოდ მასპინძლებს
მოვლენათა ასეთი განვითარება ნებისმიერ გუნდს სულიერად გატეხავდა, ოღონდაც არა "რეალს" "კლასიკოში". მეორე ტაიმის შუაში იოზილმა კრიშტიანო რონალდო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. პორტუგალიელმა სისწრაფის ხარჯზე პინტოს აჯობა და ერთი ბურთი გაქვითა.
შემდეგ შეცვლაზე შემოსული ქარიმ ბენზემას ჯერი დადგა. ფრანგმა კარგად ისარგებლა "ბარსელონას" მცველების შეცდომით და მატჩის ანგარიშში წონასწორობა აღადგინა, თუმცა, არა ორრაუნდიან დაპირისპირებაში.
შედეგად, "ბარსელონამ", ორი მატჩის ჯამში, 4:3 გაიმარჯვა და თასის ნახევარფინალში "ვალენსია"-"ლევანტეს" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.