ჟოზე მოურინიო: "ბარსელონამ" გოლები არაფრისგან გაიტანა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" (2:2) საპასუხო მატჩის შემდეგ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოხატა.

"ჩემმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. შესვენებაზე ბევრი კორექტივის შეტანა არ დამჭირვებია. შესაძლოა, შესვენებაზე სულ ერთი წუთი დამჭირდა ცვლილებებისთვის.

ბარსელონაში გასამარჯვებლად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჩამოვედით. ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა, მაგრამ წარმატების გვჯეროდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. "ბარსელონამ" ორი გოლი ისე გაიტანა, რომ ამისთვის თითქმის არაფერი გაუკეთებია. ჩვენ კი ოთხი-ხუთი საგოლე მომენტი გვქონდა.

შემიძლია გვარდიოლას თამამად მივულოცო პირველ მატჩში გამარჯვება - "სანტიაგო ბერნაბეუზე"
მათ დამსახურებულად მოიგეს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიომ ისიც თქვა, რომ მსაჯობის თემის განხილვას არ აპირებს:

"აქ არაერთხელ მითამაშებია "ჩელსი", "ინტერი" და "რეალი" და ბოლო თამაშზე ახალი არაფერი შემიმჩნევია. მსაჯობაზე მინიშნებას არ ვაკეთებ. ჟურნალისტები ხომ ფეხბურთში ძალიან კარგად ერკვევიან. მე კი ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ პრესას არ ვკითხულობ, ჟურნალისტების აზრს დაველოდები".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუზერის ფსიქოლოგიაა :)
0

სიახლეები პოპულარული