ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში სამართლიანად გაიმარჯვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო "ბარსელონასთან" თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და იგივე შეიძლება ითქვას კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზეც.

"ჩემმა ფეხბურთელებმა ძალა გამოავლინეს და ვულოცავ. "რეალი" ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ ჩვენი გამარჯვება ძვირად ფასობს. ჩვენ 180 წუთიანი ბრძოლის სამართლიანი გამარჯვებულები ვართ.

მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ვიცოდით, რომ მოედნის ჩვენს ნახევარზე პრესინგს მოგვიწყობდა. თანაც, ისინი დაუძაბავად თამაშობდნენ, რადგან დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.

"რეალმაც" წარმოაჩინა საკუთარი ძალა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მოგებისთვის შეტევაა საჭირო და სტუმრები სწორედ ამას აკეთებდნენ. ჩვენ კი
ბურთის ართმევა გვიჭირდა.

რაც შეეხება მოურინიოს, მადლობას ვუხდი პირველ შეხვედრაში გამარჯვების მოლოცვისთვის", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული