"ჩემმა ფეხბურთელებმა ძალა გამოავლინეს და ვულოცავ. "რეალი" ძალიან ძლიერი გუნდია, ამიტომ ჩვენი გამარჯვება ძვირად ფასობს. ჩვენ 180 წუთიანი ბრძოლის სამართლიანი გამარჯვებულები ვართ.
მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ვიცოდით, რომ მოედნის ჩვენს ნახევარზე პრესინგს მოგვიწყობდა. თანაც, ისინი დაუძაბავად თამაშობდნენ, რადგან დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.
"რეალმაც" წარმოაჩინა საკუთარი ძალა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მოგებისთვის შეტევაა საჭირო და სტუმრები სწორედ ამას აკეთებდნენ. ჩვენ კი
რაც შეეხება მოურინიოს, მადლობას ვუხდი პირველ შეხვედრაში გამარჯვების მოლოცვისთვის", - განაცხადა გვარდიოლამ.