"ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" მატჩში ორი მოთამაშე დაკარგა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ორმა ფეხბურთელმა - ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ და ფორვარდმა ალექსის სანჩესმა მადრიდის "რეალთან" (2:2) ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ტრავმები მიიღეს.

სანჩესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ინიესტას გამოჯანმრთელების ვადა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"რეალთან" შეხვედრაში ინიესტა და სანჩესი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდნენ. ინიესტა, რომელმაც მარცხენა ფეხი დაიშავა, 30-ე წუთზე პედრო როდრიგესმა შეცვალა.

დღეს ინიესტა სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს.

სანჩესი "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ 79-ე წუთზე ხავიერ მასკერანოთი შეცვალა. ფორვარდმა მხარი დაიზიანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული