"მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით, კატალონიელებზე მეტი მომენტი გვქონდა. ძნელი იყო, როცა კაცნაკლულნი დავრჩით. ასეთ პირობებში თამაშის გაუმჯობესება რთულია.
დიახ, თასის გათამაშებიდან გამოვვარდით. არა მგონია, ვინმეს ეს მოსწონდეს. თუმცა ახლა წინ უნდა წავიდეთ იმ აზრით, რომ "ბარსელონაზე" უკეთ ვთამაშობდით.
გასახდელში რა ხდებოდა? ძალიან დაცხა. ბევრი აზრი გამოითქვა არბიტრის გადაწყვეტილებაზე და მცირე დეტალებზე. არ ვაპირებთ თავი გავიმართლოთ, რადგან "რეალისნაირი" კლუბისგან ეს არასწორი საქციელი იქნება", - თქვა არბელოამ.