ჟოზე მოურინიო არბიტრს - თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელადიო პარამესმა პორტუგალიელ სპეციალისტსა და "ბარსელონა"-"რეალის" (2:2) მატჩის არბიტრ ფერნანდო ტეიშეიროს შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

პარამესის თქმით, მოურინიომ სხვა რაღაცეებიც უთხრა ტეიშეიროს, რაც გაზეთში არ გამოქვეყნდა.

"მან არბიტს უთხრა: თქვენ იმათ "ჟიმავთ", ვინც მართლა მუშაობს. ადრეც ვიძახდი, თუ "ბარსელონა" მეტოქეზე უკეთ თამაშობს, ის იმარჯვებს, მაგრამ, როცა მეტოქე თამაშობს კატალონიელებზე უკეთ, მაშინ არბიტრი ყველაფერს აკეთებს, რომ "ბარსელონამ" მოიგოს" - განაცხადა პარამესმა AS-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტეიშეირომ მატჩის განმავლობაში "ბარსელონას" კარში, ხელით
თამაშის გამო, პენალტი არ დანიშნა, სერხიო რამოსის გოლი არ ჩათვალა და "რეალის" მცველი მოედნიდან გააძევა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალმა ჩხუბის მაგივრად ფეხბურთის თამაში რომ დაიწყოს მსაჯიც აღარ იქნება ანტიპატიურად განწყობილი. რესლინგის ილეთები ფეხბურთს მართლა არ უხდება. მითუმეტეს როდესაც ასეთი შემადგენლობა ყავს
bacho
23:15 27-01-2012
0
ე.წ ობიექტურო ავტორო, ჟურნალისტო, ბოლო აბზაცში ამაყად, რომ გაქვს აღნიშნული,რომ - "ფერნანდო ტეიშეირომ მატჩის განმავლობაში "ბარსელონას" კარში, ხელით თამაშის გამო, პენალტი არ დანიშნა, სერხიო რამოსის გოლი არ ჩათვალა და "რეალის" მცველი მოედნიდან გააძევა." ის რატომ არ აგქვს აღნIშნული, რომ ლეო მესის მოჩეხვისთვის ლასანა დიარა არ გაძეევა?ან ასევე საკამათო იყო ალექსი სანჩესისი ეპიზოდი. ასე არაობიექტურობა არ შეიძლება, მითუმეტეს დღეს უკვე ცნობილი გახდა სამსაჯო კომიტეტის დასკვნა.
natia
22:25 27-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული