ხედირას და იოზილის პრობლემა

AutoSharing Option
ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ "რეალის" გერმანელი ახალწვეულები ვარჯიშებს მიღმა გუნდის ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, რადგან ესპანურად მხოლოდ ორი სიტხვა იციან: "გამარჯობა" და "ნახვამდის".

მიხვდებოდით, ვინც იგულისხმა მადრიდული გრანდის პორტუგალიელმა დამრიგებელმა – მესუთ იოზილი და სამი ხედირა. ეს უკანასკნელი თავისი ახალი დამრიგებლის აზრს აბსოლუტურად ეთანხმება – მე და მესუთს "სამეფო კლუბში" ესპანური ენის არცოდნის გამო მართლაც გარკვეული პრობლემები შეგვექმნაო.

"მოურინიუს ვეთანხმები, ენის არცოდნა სერიოზული პრობლემაა. ესპანურის შესწავლა უკვე დავიწყე – სპეციალისტი დავიქირავე და კვირაში სამჯერ გაკვეთილებს ვიღებ. იმედია, მალე
ავითვისებ ესპანურ ენას. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ "რეალში" თავს ბედნიერად ვგრძნობ. აქ მხიარული ბიჭები დამხვდნენ, ერთმანეთს ემეგობრებიან და სუპერვარსკვლავად თავს არავინ მიიჩნევს", - თქვა გერმანიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული