პაბლო პიატის ბენეფისი

AutoSharing Option
კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ლევანტე-ვალენსია 0:3 (1:4)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ი. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, დელ ორნო - პალიარდო, იბორა (70. ხ. ტორესი) - სერანო, რ. სუარესი (70. როხერი), ბოტელიო (65. იგონი) - რაფა ხორდა.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რ. კოშტა, რუისი (78. ფეგული), ალბა (70. ბრუნო) - ალბელდა, ტ. კოსტა (65. ბანეგა) - პიატი, პარეხო, ბერნატი - ადურისი.
გოლები: 0:1 ადურისი (25), 0:2 პიატი (30), 0:3 პიატი (85)
გაძევება: სერანო (71)

ნახევარფინალები
I მატჩები
31
იანვარი
მირანდესი-ბილბაო
1 თებერვალი
ვალენსია-ბარსელონა

საპასუხო მატჩები
7 თებერვალი
ბილბაო-მირანდესი
8 თებერვალი
ბარსელონა-ვალენსია

ხუთშაბათის ვალენსიური დერბით საბოლოოდ დალაგდა "სამეფო თასის" ნახევარფინალური წყვილები, თუმცა დასალაგებელი ბევრიც არაფერი იყო. უბრალოდ, დერბი მაინც დერბია და "ლევანტემ" და "ვალენსიამ" სარეზერვო შემადგენლობების გამოყვანაზე უარი თქვეს და შერეულით ითამაშეს.

"ღამურებმა" მეორე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოიგეს და ნახევარფინალში 7:1 ბალანსით გავიდნენ, იქ კი მათ "ბარსელონა" ელის. ბილბაოს "ატლეტიკს" რა უჭირს, მისი მეტოქე სეგუნდა ბ-ს "მირანდესია", რომელსაც მორიგ სასწაულს ვეღარ მოვთხოვთ. 

არგენტინელმა პაბლო პიატიმ "სიუტატ დე ვალენსიაზე" ბენეფისი მოიწყო, ტანდაბალმა გარემარბმა ჯერ მცველებისგან მიტოვებული არიც ადურისი მოძებნა და გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა მასპინძელთა კარში - 3:0.

პიატი საუკეთესო იყო, თუმცა მარცხენა გარემარბ ხუან ბენატზეც გვსურს თქმა, 18 წლის ნახევარმცველი სწრაფია და შესანიშნავი დრიბლინგის პატრონია, მოკლედ, "ვალენსიას" სამომავლო ვარსკვლავია.

ცუდი დებიუტი ჰქონდა "ლევანტეს" ახალწვეულ ოსკარ სერანოს, რომელიც ორიოდე დღის წინ გადავიდა "რასინგიდან" "ლევანტეში" - მეორე ტაიმში დებიუტანტი მოედნიდან გააძევეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული