დანი ალვეში - ჯორი პატარა ყურებით და ლინზებით

AutoSharing Option
"ელ კლასიკოს" შემდეგ ბრაზილიელმა დანი ალვეშმა თავს ზედმეტის უფლება მისცა ჟოზე მოურინიოს მიმართ (და ეს პირველი შემთხვევა არ იყო).

მართალია, ამაზე თავად პორტუგალიელს არაფერი უთქვამს, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ელადიო პარამესმა კი არ დაინდო "ბარსას" მცველი.

აი, რა დაწერა მან "ტვიტერზე":

"რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის ბრაზილიიდან ესპანეთში ჩამოვიდა? ყურების ოპერაცია გაიკეთა და დაიწყო ინტელექტუალივით ლინზებით სიარული, მაგრამ ეს ალვეშს პროფესორად ვერ აქცევს - ჯორი პატარა ყურებით და სათვალით მაინც ჯორია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული