ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" მოთამაშეებით ვამაყობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ვილიარეალთან" (0:0) ესპანეთის პრიმერადივიზიონის 21-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გართულდა.

კატალონიელებმა მასპინძელთა კარის აღება ვერ შეძლეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს. 

"ბუნებრივია, სჯობს ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩებოდე, ვიდრე შვიდით. თუმცა ჩემმა გუნდმა ამ შეხვედრაში შესანიშნავი თამაში აჩვენა.

მეტოქეს საკუთარი ღირსებების გამოყენების საშუალება არ მივეცით. შემდეგ კი "ვილიარეალის" კართან არ გვიმართლებდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან "რეალთან" მატჩის შემდეგ გუნდი მოედანზე დარბოდა.

ასე, რომ ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ. წინ 18 თამაშია და ესპანეთის ჩემპიონობისთვის
ბრძოლას ვაპირებთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ამას მაგრად ჰყოლია აი :) უხარია რო სტადიონზე ფეხბურთელები დარბოდნენ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული