ვიქტორ ვალდესი: "ბარსელონას" შეცდომის უფლება აღარ აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ ვიქტორ ვალდესმა ეროვნული პირველობის 21-ე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა თავს ქულების დაკარგვის უფლება აღარ უნდა მისცეს.

"ვილიარეალთან" გასვლით მატჩში "ბარსელონამ" ფრედ ითამაშა. ახლა კატალონიური კლუბი მადრიდის "რეალს" შვიდი ქულით ჩამორჩება.

"შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. "ვილიარეალთან" მატჩში ძალიან საჭირო ქულები დავკარგეთ. ახლა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყველა დარჩენილი მატჩი მოვიგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან გვიწევს მეტოქეობა", - თქვა ვალდესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული