მარიუსი ამაყია, რომ...

AutoSharing Option

"ვალენსიას" ახალწვეულმა მარიუს სტანკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ამაყია, რადგან ისეთ ბრწყინვალე ტრადიციების გუნდში მოხვდა, როგორიც "ვალენსიაა". შეგახსენებთ, რომ ლიტველი მცველი "ლოს ჩემ" იჯარით 31 აგვისტოს გაიფორმა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.

"ძალიან ბევრი წინადადება მქონდა. მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ თამაში "ვალენსიაში" მსურდა. ჩემთვის, ამ კლუბის წევრობა დიდი პატივია. "სევილიაში" გატარებული დრო კარგად მახსოვს, ესპანეთში დაბრუნებაც ამიტომ მსურდა. უკეთეს გუნდს ვერც ვინატრებდი, ორშაბათს ტელეფონით ვისაუბრე და რამდენიმე საათში ტრანსფერიც შედგა", - განუცხადა ბალტიელმა "რადიო ვალენსიას".

ვინაიდან ლიტველმა "სამპდორიას" რიგებში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

ითამაშა, მას ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არა აქვს, თუმცა თუკი "ვალენსია" ამ ეტაპს დაძლევს სტანკევიჩიუსსაც მიეცემა ლიგაში თამაშის საშუალება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული