პედრო როდრიგესი "მესტალიაზე" გამოირიცხა

AutoSharing Option
"ბარსელონას" საკადრო პრობლემები მოეძალა - "ვალენსიასთან" "სამეფო თასის" პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამოირიცხა პედრო როდრიგესის თამაში. პირველი შეხვედრა "მესტალიაზე" ოთხშაბათს გაიმართება. საეჭვოა, რომ პედრომ "რეალ სოსიედადთან" მატჩისთვის მოასწროს გამოჯანმრთელება.

ესპანიოლი ძლიერდება: კოუტინიოს და კაპდევილას იმატებს
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "ესპანიოლი" მნიშვნელოვნად ძლიერდება. კატალონიურ კლუბს "ინტერიდან" იჯარით მიჰყავს ბრაზილიელი ნახევარმცველი კოუტინიო, რომელიც მილანში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

19 წლის კოუტინიო "ინტერმა" 2008 წელს "ვასკუ და გამადან" 3,8 მილიონ ევროდ იყიდა. "ესპანიოლის" გაძლიერება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა თვალი დაადგა მსოფლიოს ჩემპიონ
მცველ ხოან კაპდევილას, რომელიც "ბენფიკაში" თამაშობს. 33 წლის კაპდევილა ლისაბონში ვერ გრძნობს თავს კარგად და ახალ კლუბს ეძებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული