ჟოზე მოურინიომ გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი დაამატა. მართალია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მაგრამ ეს შენამატი ტრანსფერს არ უკავშირდება - განსაკუთრებულმა მისთვის საჭირო ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში, "რეალ მადრიდ კასტილიაში" აღმოაჩინა - დავიდ მატეოს რამახო. 23 წლის მატეოსი უკვე პირველი გუნდის წევრია, სადაც 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჯერ კიდევ დრენტესა და ვან დერ ვაარტის წასვლამდე სურდა მოურინიოს მატეოსის დამატება: "სამწუხაროა, რომ მისი გამოყენება არ შემიძლია. მისი თამაში ძალიან მომწონს და მალე პირველი გუნდის ფეხბურთელად ვაქცევ", - თქვა პორტუგალიელმა და სიტყვაც აასრულა: როგორც კი
კვირის დასაწყისში დავიდ მატეოსმა კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა "რეალთან". 15-ნომრიანი მაისური მას დრენტესგან ერგო. მესუთ იოზილმა ვან დერ ვაარტის 23-ნომრიანი მაისურა მოიზომა. ახლა "ლოს ბლანკოს" შემადგენლობაში 10 ესპანელია აქედან 5 კანტერას აღზრდილი.
დავიდ მატეოსს "რეალის" პირველ გუნდში დებიუტი 3 აპრილს ჰქონდა "რასინგთან" მატჩში. მატეოსი 12 წლის ასაკიდან "რეალშია". ის 185 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველია.