ხოსეპ გვარდიოლამ მოთამაშეები დაარწმუნა, რომ "ბარსელონას" ჩემპიონობა შეუძლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ გუნდის ბოლო ვარჯიშზე თავის შეგირდებს მიმართა. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელების გამხნევება სცადა, რომლებიც "ვილიარეალთან"  პრიმერა დივიზიონის ბოლო მატჩის შემდეგ არასახარბიელო მდგომარეობაში არიან.

მადრიდის "რეალთან" ჩამორჩენა შვიდ ქულამდე გაიზარდა.

"დარწმუნებულნი იყავით, რომ ხელიდან გაშვებულ ქულებს ავინაზღაურებთ. ფეხბურთელობისას მსგავს მდგომარეობაში რამდენჯერმე აღმოვჩენილვარ და გამარჯვებული გამოვსულვარ. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავიმეორო იგივე ახლაც", - თქვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული