მადრიდის "რეალთან" ჩამორჩენა შვიდ ქულამდე გაიზარდა.
"დარწმუნებულნი იყავით, რომ ხელიდან გაშვებულ ქულებს ავინაზღაურებთ. ფეხბურთელობისას მსგავს მდგომარეობაში რამდენჯერმე აღმოვჩენილვარ და გამარჯვებული გამოვსულვარ. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გავიმეორო იგივე ახლაც", - თქვა გვარდიოლამ.