ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოსკენ გავიდა, როცა ბრაზილიელი მცველის ფილიპე ლუიშის ჩართვა შეტევაში შედეგიანად დასრულდა, ჯერ რადამელ ფალკაომ სცადა ბედი, მაგრამ ვერ გაიტანა, დამატებაზე კი მცველმა დიეგო გოდინმა ივარგა.
მეორე ტაიმში ადრიან ლოპესისა და ფალკაოს წყვილმა ერთი 100%-იანი მომენტი შექმნა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხეს. ბოლოსკენ "ატლეტიკოს" ძალიან
განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ რაულ გარსიას დარტყმულის მოგერიება. ამ მოგებით "ატლეტიკო" მე-7 ადგილზე გადავიდა და უკვე კარგი შანსი გაუჩნდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. ბოლო 12 შესაძლებელიდან "როხიბლანკოსმა" 10 ქულა მოიპოვა!
დიეგო სიმეონე: "ძალიან დაძაბული მატჩი იყო და რომ მოვიგეთ, ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ წინ მივიწევთ. პირველი ტაიმი ძალიან ჩაკეტილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გავიტანეთ, მე კმაყოფილი არ დავრჩენილვარ.
მეორე ტაიმის პირველი 30 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი "ოსასუნამ" შტურმი მოგვიწყო. კიდევ კარგი, ჩვენმა გოლკიპერმა ორჯერ ბრწყინვალედ მოიგერია მეტოქე ფორვარდების დარტყმები. "რეინო დე ნავარა" ყველასთვის "რთული" მასპინძელია და დღეს ერთხელ კიდევ დამტკიცდა. მოდით, ჯერ ნუ დავითვლით, რამდენი ქულა გვაშორებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, ჯერ საამისოდ ძალიან ადრეა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"