"სპორტინგმა" მანუელ პრესიადო გაუშვა

AutoSharing Option
მართალი იყო მანუელ პრესიადო, როცა ამბობდა, მალე მომხსნიანო - გუშინ ხიხონის "სპორტინგის" ხელმძღვანელობამ ის დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა, ვინაიდან ასტურიული გუნდი 18 ქულით მხოლოდ ბოლოსწინა ადგილზეა.

კლუბის ხელმძღვანელობამ პრესკონფერნცია მოაწყო, სადაც ვეგა არანგომ განაცხადა, რომ ძალიან წუხს პრესიადოსთან განშორება რომ უწევთ.

თავად პრესიადომ კი ეს თქვა: "ბოდიში ყველას, ვიცი, რომ რაღაც-რაღაცები შემეშალა, მაგრამ, დამერწმუნეთ, "სპორტინგის" გულშემატკივრად ვრჩები სიკვდილამდე".

"სპორტინგს" უახლოეს მატჩში პრესიადოს თანაშემწე ინიაკი ტეხადა გაიყვანს, შემდგომ კი შეიძლება მიჩელი დანიშნონ, ყოველ შემთხვევაში, "მარკა" ამას ირწმუნება. მანუელ პრესიადო 54 წლ
ისაა. ფეხბურთელობისას ის "რასინგისა" და "მალიორკას" მცველი იყო. სამწვრთნელო კარიერის დროს, პრესიადო ორჯერ (სხვადასხვა დროს) წვრთნიდა "რასინგს", "სპორტინგში" კი 2006 წელს გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული