ხოსე კალეხონი: არ მეგონა, "ბარსელონა" მსაჯობაზე თუ იწუწუნებდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ხოსე კალეხონი მიიჩნევს, რომ "ბარსელონამ" მსაჯობაზე წუწუნი უკვე დაიწყო.

ფეხბურთელი ამას შემთხვევითობად არ მიიჩნევს.

"ვფიქრობდი, რომ "ბარსელონა" მსაჯობაზე არ საუბრობს. ამიტომ ჩემი აზრით, რაღაც მოხდა, მაგრამ ზუსტად რა, არ ვიცი.

მეჩვენება, რომ "ბარსელონას" რიგებში გამეფებული ნევროზულობა "რეალის" ბოლო თამაშითაა განპირობებული. საქმე ისაა, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის კარგად თამაშობდა.

ვალდებულები ვართ ყველა შეხვედრა მოვიგოთ და ყველა ტიტული მოვიპოვოთ", - განაცხადა კალეხონმა და დასძინა, რომ მისი თანაგუნდელები ჯერჯერობით თავს ქვეყნის ჩემპიონებად არ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" "ბლაუგრანას" შვიდი
ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული