ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონა" მსაჯობაზე არ ჩივის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი კლუბი მიმდინარე სეზონში არბიტრების მუშაობაზე არ ჩივის.

კატალონიელთა თავკაცმა ეს სიტყვები კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელის განცხადების შემდეგ თქვა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მსაჯობაზე დაიჩივლა.

"როსელის ქცევა "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობაზე სამაგალითო იყო. ამ ოთხი წლის მანძილზე, რაც კლუბში ვმუშაობ, მსაჯობაზე არასდროს გვიწუწუნია. მაგრამ როცა ამა თუ იმ ეპიზოდს განვიხილავთ და საკუთარ აზრს გამოვთქვამთ, არ ნიშნავს, რომ ვწუწუნებთ.

მსაჯობის თემის ირგვლივ პოლემიკა მაშფოთებს. ამით ესპანურ ფეხბურთს ზიანს ვაყენებთ.

თუ მადრიდის "რეალი" უნდა გახდეს ჩემპიონი,
დაე გახდეს", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული