კრიშტიანო რონალდოს, რაულს, გუტისა და, აგუეროს მაფიასთან კავშირში ამხელენ!

AutoSharing Option
ესპანეთის პოლიციის წარმოამდგენლებმა მსოფლიო ფეხბურთის ზოგიერთი ვარსკვლავი მაფიოზურ სტრუქტურებთან კავშირში დაადანაშაულა.

საუბარია მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ კრიშტიანო რონალდოზე, მის ყოფილ თანაგუნდელ გუტიზე, "შალკეს" თავდამსხმელ რაულსა და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილ მოთამაშეებზე: პაულუ ფუტრესა და სერხიო აგუეროზე, რომლებიც ამჟამად "მანჩესტერ სიტიში" გამოდიან.

პოლიციის განცხადებაში ნახსენებია ცნობილი ნარკობარონი ლაურო სანჩეს სერანო, რომელიც უფრო მეტად ლაუროს სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი თურმე რონალდოს მადრიდის "რეალში" გადასვლისას, პორტუგალიელისთვის ბინას არჩევდა. ახლა კი რაულზე ზეწოლას ცდილობს, რათა ფეხბურთელმა ერთერთი მოკრივის კარიერის დებიუტი დააფინანსოს.

"სერანო იმ ორგანიზაციის ზურგს უკან
იმალება, რომელიც ხალხს გარკვეულ მომსახურებას უწევს. მაგრამ ეს უბრალოდ შენიღბვაა, რაც მის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას მალავს. მისი პიროვნება შიშსა და პატივისცემას არამხოლოდ მაფიოზურ სტრუქტურებში იწვევს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ამ დროისთვის სერანო  უკვე დაკავებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული