ხოსეპ გვარდიოლა: ხალხს "ბარსელონას" შედეგები უნდა აინტერესებდეს და არა ჩემი კონტრაქტი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ესპანეთის საფეხბურთო საზოგადოება ამ თემას ხშირად განიხილავს. თუმცა გვარდიოლას სიტყვებმა მოვლენების შემდგომ განვითარებას ნათელი ვერ მოჰფინა.

"კონტრაქტის გაგრძელება არ შემიძლია, თუ გარკვეულ საკითხებში დარწმუნებული არ ვარ. როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი ამის შესახებ პირველი შეიტყობს. მაგრამ ხალხს ჩემი კონტრაქტის გაგრძელება კი არა, ეროვნულ ჩემპიონატში გუნდის შედეგები უნდა აღელვებდეს. ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ჩვენზე უკეთ არცერთი გუნდი არ თამაშობდა ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული