ბილბაოს "ატლეტიკი" ცალი ფეხით ფინალშია

AutoSharing Option
მირანდესი-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (17), 0:2 ფ. ლორენტე (26), 1:2 ლამბარი (91)

ბილბაოს "ატლეტიკი" ცალი ფეხით ფინალშია, ბასკურმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოუგო მესამე დივიზიონის "მირანდესს" და ახლა ძალიან დიდი სასწაული უნდა მოხდეს, რომ ერთ კვირაში "საფეხბურთო კათედრალზე" ბილბაოელებმა ფინალის საგზური დათმონ.

მეფე-ლომად წოდებულ ფერნანდო ლორენტეს ვეღარ აჩერებენ - "რაიო ვალეკანოსთან" ჰეთ თრიკს მან სათასო დუბლი მიაყოლა. გაგიკვირდებათ და, მატჩის დასაწყისში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ მე-17 წუთზე შეტევაში გართული "მირანდესი" ლორენტემ პირველად
დასაჯა - ოსკარ დე მარკოსმა კარგად შეაღწია საჯარიმოში და კარის ხაზიდან გააკეთა პასი.

მალევე ლორენტემ კიდევ გაიტანა, ორი მცველი მოატყუა და სუსტად, მაგრამ ზუსტად დაარტყა ნაუსეტის კარში. "მირანდესმა" პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გაიტანა - შეცვლაზე შესულმა ლამბარიმ შორეული პასი მიიღო და დიდებულად გაისროლა.

ვალენსია-ბარსელონა 1:1

ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, ალბა - ალბელდა (65. ტ. კოსტა), ბანეგა - პიატი (58. ფეგული), ჟონასი (74. ადურისი), მატიო - სოლდადო.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - პუიოლი, პიკე, მასკერანო, აბიდალი - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა (78. დოს სანტოსი) - კვენკა (86. ტელო), მესი, სანჩესი (62. დანი ალვეში).
გოლები: 1:0 ჟონასი (27), 1:1 პუიოლი (35)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული