არბიტრმა "ბარსელონას" მეკარე დაინდო

AutoSharing Option
კოპა დელ რეის პირველ ნახევაფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს "ვალენსია" და "ბარსელონა" შეხვდნენ (1:1), არბიტრმა არაერთი შეცდომა დაუშვა.

ერთ-ერთი ასეთი შეცდომა სხვა დანარჩენებზე დასამახსოვრებელი იყო.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში კატალონიელთა მეკარემ ხოსე პინტომ საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა ხოსე გონსალეს-გონსალესმა თამაში არ შეაჩერა.

შეხვედრის შემდეგ "ვალენსიის" ფეხბურთელებმა გონსალესის მსაჯობაზე უკმაყოფილება გამოთქვეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული