პირველი გოლი 27-ე წუთზე "ღამურების" ფეხბურთელმა ჟონას მა გაიტანა. 35-ე წუთზე კი ანგარიში კარლეს პუიოლმა გაათანაბრა.
თუმცა კატალონიელებს შეხვედრის მოგებაც შეეძლოთ. 56-ე წუთზე "ვალენსიას" კართან 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში კატალონიელთა მეკარემ ხოსე პინტომ საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ხელით ითამაშა, თუმცა არბიტრმა ხოსე გონსალეს-გონსალესმა თამაში არ შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში არგენტინელმა ფორვადმა უკვე მეორე პენალტი გააცუდა. პირველად მესიმ
ესპანეთის თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის 8 თებერვალს 23:55 საათზე გაიმართება.