ანდონი სუბისარეტას უთხრეს, რომ გარეთ ბეილი 50 მილიონზე ბევრად მეტი ეღირება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დიდი ხანია ლონდონის "ტოტენჰემის" მცველ გარეთ ბეილითაა დაინტერესებული.

უელსელი ფეხბურთელით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა "ტოტენჰემი" მის ტრანსფერზე დაყენებას არ ჩქარობს, რადგან ფინანსურ სირთულეებს არ განიცდის. ცოტა ხნის წინ "ჩელსი" მოთამაშის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა უარი მიიღო.

კატალონიელთა სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა თავის მხრივ ინგლისში ჩავიდა, სადაც "ტოტენჰემის" წარმომადგენლებს შეხვდა. ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს ტრანსფერზე დააყენებენ, მისი შეძენით დაინტერესებული უამრავი კლუბი იქნება. ბეილის სატრანსფერი ღირებულება კი 50
მილიონ ევროს ბევრად გადააჭარბებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული