მესუთ იოზილი: ჟოზე მოურინიო ყველანაირად მხარს მიჭერს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ კრიტიკამ, რომელიც მიმდინარე სეზონის დროს მისი მისამართით გამოითქმება, უფრო ძლიერი გახადა.

ამას გარდა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის თავკაც ჟოზე მოურინიოს როლიც აღნიშნა.

"კრიტიკამ უფრო ძლიერი გამხადა და ბევრი რამ მასწავლა. ამას გარდა, მინდა მოურინიოს მუშაობაც ავღვნიშნო. ის ჩემთან ძალიან ბევრს საუბრობს და ყველანაირად მხარს მიჭერს.

ამ საუბრების შედეგად თავს მისთვის და გუნდისთვის საჭირო მოთამაშედ ვგრძნობ. მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ეს თამაშის გაუმჯობესებისვის აუცილებლად მჭირდება", - თქვა იოზილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული