ხოსეპ გვარდიოლა: "სოსიედადთან" ფრე რომ გვეთამაშა, უცნაური იქნებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "სოსიედადთან" (2:1) საშინაო მატჩს წარმატებული უწოდა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ. ბევრი სახიფათო ეპიზოდი შევქმენით, მაღალ ტემპში ვთამაშობდით, თუმცა მეორე გატანილი გოლის შემდეგ თავს მშვიდად ვერ ვგრძნობდით.

"ბარსელონამ" ერთი ბურთის სხვაობით მოიგო, მაგრამ ფრედ რომ გვეთამაშა, უცნაური იქნებოდა. გუნდმა ხომ ამდენი საგოლე მომენტი შექმნა. როდესაც მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ერთი ბურთის სხვაობით იგებ, დაცვაში კარგად უნდა ითამაშო.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ 53 ათას მამაც გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოვიდა", - ცივი ამინდი იგულისხმა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული