"ბარსელონას" უახლოეს მატჩებში სერხიო ბუსკეტსი ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა "სოსიედადთან" (2:1) მატჩის მეორე ტაიმში კარლეს პუიოლი შეცვალა, თუმცა მოედანზე ყოფნა მხოლოდ რვა წუთი მოუწია.

მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ბუსკეტსმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა მიიღო, რომელსაც ნაკერები უნდა დაადონ.

ესპანელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა უცნობია. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ ბუსკეტსი ესპანეთის თასისა და პრიმერას უახლოეს მატჩებში "ბლაუგრანას" ვერ დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული