"სევილიაში" მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას ელიან

AutoSharing Option
"სევილიას" ხელმძღვანელობა 6 თებერვალს გუნდის მთავარ მწვრთნელ მარსელინო გარსია ტორალის უნდა შეხვდეს.

სრულიად შესაძლებელია, რომ ტორალი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან შეხვედრის დასრულებისთანავე გაათავისუფლონ.

აღსანიშნავია, რომ ტორალის გათავისუფლების საფრთხე უკვე რამდენიმე კვირაა ემუქრება, თუმცა ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალა, როგორც ჩანს, ახლა აივსო.

ტორალის შემცვლელად "ხეტაფეს" ყოფილ თავკაც მიჩელს ასახელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული