"ბარსელონა" ტიაგო სილვას უმიზნებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი "მილანის" მცველ ტიაგო სილვათი დაინტერესდა.

კატალონიელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდათ, მაგრამ მაშინ ეს საქმე მოლაპარაკებების დონეზე დარჩა.

ახლა "ბლაუგრანა" ბევრად სერიოზულადაა განწყობილი. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თუმცა ესპანური გრანდის წარმამდგენლებმა მოთამაშეს საკუთარი ზრახვების შესახებ უკვე აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერების განსახორციელებლად "ბარსას" თავკაც პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 50 მილიონი ევროა. "მილანი" კი ტიაგო სილვას 30 მილიონ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული