დავიდ ვილია: ახლა ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების თაობაზე ისაუბრა.

"მთვარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ექიმები და ფიზიოთერაპევტები მეუბნებიან. თავს მშვენივარდ ვგრძნობ.

გასულ პარასკევს კლინიკაში ვიყავი, სადაც წვივის ძვლიდან ორი ქანჩი ამომიღეს. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და სახლში სხვისი დახმარების გარეშე დავბრუნდი.

ახლა გამოჯანმრთელება უფრო სწრაფად წავა", - განუცხადა ვილიამ თავის ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული