ხოსეპ გვარდიოლა: ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონა" პინტომ გაიყვანა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ვალენსიასთან" ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო.

კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე "ღამურებს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

"ჩემი ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ და იბრძოდნენ. ამას გარდა, მატჩში მონაწილეობა ძალიან ახლაგაზრდა ფეხბურთელებმაც მიიღეს.

განსაკუთრებით ჩვენს გოლკიპერ პინტოს გამოვარჩევდი: თავისი ბრწყინვალე თამაშით ფინალში პრაქტიკულად მან გაგვიყვანა. ის ამ ოთხი წლის მანძილზე ყოველთვის გუნდისთის თავდადებას ამჟღავნებს.

რაც შეეხება თავად მატჩს, დებიუტის გამოკლებით, თამაშის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით. ეს ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენი მესამე ფინალია. ამ შედეგს იმ ფეხბურთელებით
მივაღწიეთ, რომლებმაც გუნდურ და ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მოიგეს", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული