მადრიდის "რეალი" ესპანეთის თასის ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართვას არ დაუშვებს

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს მადრიდის სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ გამართავს.

მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებს ამ მატჩის საკუთარ საშინაო არენაზე ხილვა არ სურთ.

საინტერესოა, რომ "ბარსელონას" და ბილბაოს "ატლეტიკს", რომლებიც ფინალის მონაწილეები არიან, თამაში სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე" სურდათ. ბასკები სურვილს იმით ასაბუთებდნენ, რომ ამ სტადიონზე გუნდის ბევრი გულშემატკივარი შეძლებდა მისვლას. თანაც, "რეალის" ყველა გულშემატკივარი მხარს მარსელო ბიელსას შეგირდებს დაუჭერდა.

რაც შეეხება კატალონიელებს, ისინი გახარებას თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქის სტადიონზე გეგმავდნენ. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც "რეალის" ხელმძღვანელობას მატჩის "სანტიაგო
ბერნაბეუზე" გამართვა არ სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული