ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონაში" "მეორე მესი" ჰყავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელი კრისტიან ტელიო შეაქო.

კატალონიელთა თავკაცმა ეს "ვალენსიასთან" ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელშიც ტელიოც მონაწილეობდა.

"ტელიო თავისი თამაშით ლიონელ მესის მაგონებს. ის ძალიან შთამბეჭდავია ფლანგიდან ცენტრალურ ზონაში გადანაცვლებისას და პირიქით. მისი მცველებთან ერთი-ერთზე დატოვება არ შეიძლება.

ამ ყველაფერთან ერთად, ტელიო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, კატალონიელებმა "ღამურები" 2:0 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული