უნაი ემერი: იდეალური მატჩის ჩატარება ვერ მოვახერხეთ

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერმა "ბარსელონასთან" მარცხის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ღამურები" ესპანეთის თასზე, ნახევარფინალის საპასუხო მატჩში კატალონიელებთან 0:2 დამარცხდნენ. "ბარსელონა" ფინალში ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.

"ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ორი კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ თითქოს რაღაც გვაკლდა. გოლის გატანის შანსები გვქონდა და ეს კარგია, ხოლო იგივეს საშუალებას მოწინააღმდეგეს რომ ვაძლევდით, არ მომეწონა, მითუმეტეს, როცა ამის თავიდან აცილება შეგვეძლო.

ვიცოდით, რომ "ბარსელონას" დასამარცხებლად იდეალური მატჩის ჩატარება მოგვიწევდა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ", - თქვა ემერმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული