აკიჰირო იენაგა კორეაშია

AutoSharing Option
ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა - კორეულმა "ულსან ჰიუნდაიმ" გამოაცხადა, რომ იაპონელი აკიჰირო იენაგა იჯარის წესით დაიმატა.

25 წლის განაპირა ნახევარმცველი "მალიორკას" ეკუთვნის, მაგრამ ხოაკინ კაპაროსის ხელში ბალეარული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ასე რომ, "მალიორკამ" იჯარით გაასხვისა ლა ლიგის პირველი იაპონელი ლეგიონერი. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერაში ახალი შანსი მომეცა. შევეცდები, ყველაფერში გამოვადგე ჩემ ახალ გუნდს", - განაცხადა იენაგამ. "ულსან ჰიუნდაიმ" კორეის კეი ლიგის 2011 წლის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

დათარსული ჰამითი
მადრიდის "რეალის" თურქი ნახევარმხცველი ჰამით ალთინთოპი კვლავ დაიმტვრა.
მას ფეხის ახალი ტრავმა რამდენიმე კვირით დაასვენებს ფეხბურთისგან, ალთინთოპმა მარცხენა ფეხის კუნთი ჩაიხია. ჰამითი "რეალმა" ამ სეზონის წინ დაიმატა და თურქმა სულ 4-ჯერ შეძლო თამაში. რის მიზეზიც გაუთავებელი ტრავმებია. სამაგიეროდ, "რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ანხელ დი მარიას და სამი ხედირას კვირას "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაში შეეძლებათ, თუკი ამას გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო მოინდომებს.

ბორხა რეალში?
"მუნდო დეპორტივო" იუწყება, რომ ზაფხულში "რეალი" "ვილიარეალის" ნახევარმცელის, ბორხა ვალეროს დამატებას შეეცდება. ეს ტრანსფერი რომც არ შედგეს, ბორხა "წყალქვეშა ნავში" დამრჩენი აღარაა. 27 წლის ვალერო "რეალის" გაზრდილია, მაგრამ მას "ბლანკოსის" პირველ გუნდში თამაში არ მოუწია.

"მალიორკაში" და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში" გატარებული დროის შემდეგ, 2010 წელს ბორხამ "ვილიარეალთან" გააფორმა ხელშეკრულება. თუმცა ფეხბურთელს ერთობ გაუჭირდება ვალენსიური კლუბიდან თავის დახსნა, მას კონტრაქტი "ელ სუბმარინოსთან" 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ოფიციალური გამოსასყიდი თანხა კი 40 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული