ვისენტე დელ ბოსკე და ფერნანდო ტორესის შანსი

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ "ჩელსის" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს, რომ ევრო 2012-ზე მოხვდეს.

მას მერე, რაც "ჩელსიმ" ტორესი "ლივერპულისგან" იყიდა 27 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა მხოლოდ 5 გოლი გაიტანა. ეს კი ძალიან ცოტაა.

"მე თითქმის მოფიქრებული მაქვს ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელებს დავასახელებ. საბოლოო სია არ იქნება სუპერსენსაციური, მე გავითვალისწინებ წარსულს, მაგრამ ვერც დღევანდელობას დავივიწყებ.

ფერნანდო ტორესმა კარგად იცის, რას ვითხოვ მისგან, რომ მოხვდეს ამ შემადგენლობაში. რაც შეეხება დავიდ ვილიას, ის
ჩვენი საუკეთესო გოლეადორია, ჩვენ მას უნდა დაველოდოთ, ვილიამ ეს დაიმსახურა", - განუცხადა დელ ბოსკემ "კანალ პლუსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული