როგორც ჩანს, ესპანეთისა და პორტუგალიის შანსები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე, იზრდება. ამ ორ ქვეყანაში ფიფას საინსპექციო კომისია 4 დღის განმავლობაში სტუმრობდა და კმაყოფილი დარჩა იბერიელ ორგანიზატორთა მონდომებით. ფიფას ჩინოსნებმა პორტუგალიისა და ესპანეთის საფეხბურთო ინფრასტრუქტურას "იდეალური" უწოდეს. ფიფას დელეგაციას სათავეში ჩილელი ჩინოსანი აროლდ მაინე-ნიკოლსი ხელმძღვანელობდა. კომისიამ შეისწავლა ლისაბონის სტადიონი "ესტადიუ და ლუჟი", რომელიც 65 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. "იბერიულ განაცხადს ძალიან დიდი შანსი აქვს გამარჯვების. ასე რომ, სავსებით მოსალოდნელია, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ 2018 წლის ან 2022 წლის მუნდიალს უმასპინძლონ.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის დღეისათვის 5 განაცხადია დარჩენილი: 1. ესპანეთი და პორტუგალია; 2. ბელგია და ჰოლანდია; 3. ინგლისი; 4. რუსეთი და 5. აშშ.