ლიონელ მესი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტო'ო და ბოიანი კრკიჩი "ბარსელონადან" მე არ გამიგდია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გუნდიდან სამუელ ეტო'ოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ბოიან კრკიჩის წასვლის შესახებ ისაუბრა.

ესპანურ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მესი ასევე "ინტერის" თემასა და არგენტინის ნაკრებს შეეხო.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ამბობენ, რომ ეტო'ო, ზლატანი და ბოიანი მესის "შეეწირნენო", რადგან არგენტინელს მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია გუნდში ერთიპიროვნულ "ცხრიანად".
- არა, რა სისულელეა. სამივესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მოედანზეც ერთდროულად გავდიოდით და არანაირი პრობლემები არ გვქონია. თუ ისინი გუნდში არ დარჩნენ, ესე იგი გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო და არა მე.

- გავრცელდა ცნობა, რომ შენით "ინტერია" დაინტერესებული. მართავდით მოლაპარაკებებს იტალურ გრანდთან?
- "ინტერი" დიდი ევროპული კლუბია, მაგრამ უკვე ვიმყოფები მსოფლიოს ყველაზე დიდ კლუბში. ბედნიერი ვარ და რატომ უნდა შევცვალო რამე?

- "ბარსელონაში" უკეთ თამაშობ, ვიდრე არგენტინის ნაკრებში. რა არის ამის მიზეზი?
- ბარსელონაში ძალიან დიდ დროს ვატარებ, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უფრო შეთამაშებულები ვართ. მაგრამ ამავე დროს არგენტინის ნაკრებს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ნაკრებთან იგივე წარმატებას მივაღწევ, როგორსაც "ბარსასთან" მივაღწიე. უბრალოდ ცოტა მეტი დრო გვჭირდება მოედანზე ერთმანეთის გასაგებად.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი და არგენტინა გახდებიან მსოფლიოს ჩემპიონები მთავარია ნორმალური მწვრთნელი ყავდეთ და გუნდი შეკრას.. სირცხვილია რა მესი როგორ არ უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპი.
rere
19:11 13-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული