ხოსეპ გვარდიოლა კრიტიკოსებს: ნუ მასწავლით "ბარსელონას"

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ოსასუნასთან" შეხვედრაში მის მიერ არჩეული სასტარტო შემადგენლობის გამო კრიტიკას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მოედანზე ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასის გარეშე გამოვიდნენ.

"ჩემი უფლებამოსილება სწორედ თამაშისთვის სასტარტო შემადგენლობის განსაზღვრაში გამოიხატება. ხელფასს ამისთვის მიხდიან. გუნდის მოთამაშეებზე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერს.

ჩავი, ინიესტა და ფაბრეგასი რომ დამეყენებინა, ალკანტარასა და სერხიო რობერტოს გამოყვანაზე უარი უნდა მეთქვა. ისინი კი სათამაშოდ მზად იყვნენ.

ამ მატჩში კარში ოცდაათჯერ დავარტყით, ბურთის ფლობის მაჩვენებელი კი 70 პროცენტი გვქონდა. მხოლოდ იმის გამო დავისაჯეთ,
რომ მოედანს თამაშის დასაწყისიდანვე ვერ შევეგუეთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული