ხავიერ კლემენტე ესპანურ ფეხბურთს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ახლახან ვწერდით, რომ ხიხონის "სპორტინგმა" მანოლო პრესიადოს დროებით შემცვლელ ინიაკი ტეხადას სეზონის ბოლომდე გაუფორმა ხელშეკრულება.

კლუბში კმაყოფილები იყვნენ ტეხადას სადებიუტო მატჩით, მაგრამ უკვე შემდგომი შეხვედრა, რომელიც "სპორტინგმა" 0:4 წააგო "ვალენსიასთან", მისი გადაყენების საფუძველი გახდა - ტეხადა მე-9 მწვრთნელია ლა ლიგაში (მიგელ ანხელ ნადალს არ ვთვლით), რომელმაც ამ სეზონში სამსახური დაკარგა.

"სპორტინგის" 46 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ჯერ აგრონომად დაასაქმეს და რამდენიმე წელიწადში მთავარი მწვრთნელი გახდა, მთლად უმუშევარიც არ დარჩება, კლუბის სტრუქტურაში ისევ დაასაქმებენ. აი, ასტურიელთა ახალი თავკაცი კი საქვეყნოდ
ცნობილი სპეციალისტია - 61 წლის ხავიერ კლემენტე. ბასკი სპეციალისტი, რომელიც განსაკუთრებული "მყრალი" ენით არის ცნობილი (ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს ირგვლივ, თავი კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიაჩნია), 1992-1998 წლებში ესპანეთის ნაკრების თავკაცი იყო. ბოლოს კი კამერუნის ნაკრებს წვრთნიდა.

"სპორტინგის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლემენტესთან კონტრაქტი 30 ივნისამდე გაფორმდა. მისი პრეზენტაცია კი გუშინ შედგა.

ხავიერ კლემენტეს ყველაზე დიდი წარმატება მისი ბილბაოს "ატლეტიკში" მუშაობის დროინდელია - 28-29 წლის წინათ მან ბასკური გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ თასი მოაგებინა და ერთხელ სუპერთასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული