აურზაური კოპა დელ რეის ფინალის გამო

AutoSharing Option
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ორშაბათს უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებს ქვეყნის თასის ფინალს.

შეთანხმება ვერ შედგა - ორივე ფინალისტი, "ბილბაო" და "ბარსელონა" დაჟინებით ითხოვდნენ ფინალი მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართოს.

ლოგიკურად ასეც უნდა იყოს - სტადიონი ყველაზე დიდია ნეიტრალურთაგან, არც მანძილშია უზარმაზარი სხვაობა. არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაა წინააღმდეგი, მაგრამ ის ვერ ავალდებულებს "რეალს" უმასპინძლოს თასის ფინალს, რადგან სტადიონი კლუბის საკუთრებაშია.

ამიტომ, სათადარიგო ვარიანტად ვალენსიური "მესტალია" ისევ რჩება და დიდი შანსია, ფინალიც იქ გაიმართოს. ფინალისტებმა 10 დღის ვადა
მისცეს ფედერაციას სიტუაციის დასარეგულირებლად.

"რეალში" კარგად ახსოვთ, 2009 წლის ფინალი, როცა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს "ბილბაოს" და "ბარსელონას" გულშემატკივრებმა, ბასკებმა და კატალონიელებმა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთი რამის დაშვება კიდევ ერთხელ მათ აღარ სურთ. სხვათა შორის, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ გაიხსენა, რომ ასევე მოიქცა "ბარსელონა", როცა 2004 წლის ფინალი არ გაამართინა ფედერაციას "კამპ ნოუზე", რადგან ფინალში "რეალი" იყო გასული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული