ბორხა ვალერო: მადრიდის "რეალს" თუ ვუნდოდი, იქ არ ვიყავი?

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ნახევარმცველი ბორხა ვალერო აღფრთოვანებულია, როცა მისით დიდი გუნდები ინტერესდებიან, მაგრამ მიიჩნევს, რომ ტრანსფერი "რეალში" არარეალურია: "ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ მე შეიძლება "რეალში" გადავიდე, ადრე "ბარსელონაში" "მიშვებდნენ".

ეს საუბრები, რა თქმა უნდა სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ კონკრეტული ნიადაგი მათ არ აქვს - არა მგონია, "რეალმა" ჩემში მილიონები გადაიხადოს, მით უფრო, რომ არც თუ დიდი ხნის წინ სრულიად უსასყიდლოდ შემელია", - განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით 2007 წელს გაუშვა.

ბორხას "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული