ვისენტე დელ ბოსკე მადრიდს ითხოვს

AutoSharing Option
სად გაიმართება ესპანეთის თასის ფინალი ჯერაც უცნობია. დისკუსიაში ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ჩაერთო, რომელიც ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართვის მომხრეა: "ძალიან კარგი იქნება ყველასთვის თუ თამაში მადრიდში გაიმართება.

ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება ერთიანობა. ფინალი მომგებიანი იქნება ქალაქისთვისაც, რადგან მისი რესტორნები და სასტუმროები ფანებით გაივსება", - განაცხადა დელ ბოსკემ "რადიო ონასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები, "ბილბაო" და "ბარსელონა" თამაშის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართვას ითხოვენ, მაგრამ ფედერაციას ჯერ არ მიუღია "სამეფო კლუბისგ
ან" დასტური, რომ გუნდი თანახმაა ფინალი მის სტადიონზე გაიმართოს.

დაპირისპირება 20 ან 25 მაისს უნდა ჩატარდეს, სათადარიგო ვარიანტი უკვე შერჩეულია - "მესტალია". ფედერაციის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა გაოცებით განაცხადა, რომ პირველად ისტორიაში შეეჩეხა კლუბს, რომელსაც არ უნდა ფინალი მის სტადიონზე გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული