"ვალენსია" ხორდი ალბას ელაპარაკება

AutoSharing Option
არც თუ დალხენილი ფინანსური ცხოვრების გამო "ვალენსია" კარგავს და კარგავს პირველი ხარისხის ვარსკვლავებს.

ამის ნათელი მაგალითებია დავიდ ვილიას, დავიდ სილვას და ხუან მატას ტრანსფერები. დიდი ხანია, "ღამურები" კიდევ ერთი ასეთი საფრთხის წინაშე არიან - მარცხენაფლანგელი ხორდი ალბა "ბარსელონას" სურს.

"ვალენსია" ცდილობს, შეინარჩუნოს ალბა. ამ დღეებშიც კლუბი მოლაპარაკებას მართავს ფეხბურთელთან და მის აგენტებთან ახალ ხელშეკრულებაზე. მიმდინარე კონტრაქტს კი ვადა 2013 წლის ივნისში ეწურება. წლის ბოლოს მოლაპარაკებათა რაუნდი ჩაიშალა, თუმცა ახლა კლუბმა ის კვლავ განაახლა.

პრეზიდენტი მანუელ ლორენტე, სპორტული დირექტორი ბრაულიო ვასკესი
და 22 წლის ფეხბურთელის აგენტები კვლავ მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას. როგორც "მარკა" იუწყება, ჯერჯერობით მოლაპარაკებას პროგრესი არ ახლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული