ხავიერ კლემენტემ დაიწყო

AutoSharing Option
ფრთიანი ფრაზებით ცნობილი, "სპორტინგის" ახალი თავკაცი ხავიერ კლემენტე ისევ "ფორმაშია".

აი, რა განუცხადა ბასკმა ჟურნალისტებს: "ჩვენ არ დავკარგავთ დროს იმაზე, რომ კლუბმა კარგად თამაში დაიწყოს. კარგი თამაში არის მოგება და მორჩა", - ეს ერთი. "არ ვიცი გუნდის კალენდარი და არც ვნახავ, ვიცი მხოლოდ მომდევნო თამაში ვისთან გვაქვს", - ეს მეორე.

დაბოლოს: "მანოლო პრესიადოსავით ტკბილი მოხუცი არა ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, ფანები მეც შემიყვარებენ. უმაგათოდ არაფერი გამოდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული