SOS "სევილია"

AutoSharing Option
15 თებერვალს "სევილიას" ფორვარდი ფრედერიკ კანუტე მედიას წარუდგა და თქვა, რომ კლუბში ისეთი სიტუაციაა, რომ სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რომ არ მოხდეს კატასტროფა.

კაპიტანმა და ფანების ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ვერანაირი ახალი მწვრთნელი ვერ უშველის გუნდს, თუ ფეხბურთელებმა თავად არ მოინდომეს.

"დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაღელვებს. არ ვიქნები გულწრფელი, რომ არ გითხრათ. მიჩელი ჯადოქარი არ არის ერთი თამაშით ყველა პრობლემა მოეგვარებინა. ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია ახლა საიმისოდ, რომ დამშვიდებულად ვიყოთ".

კაპიტანი გარი მედელსა და ემირ სპაჰიჩს შორის მომხდარ ინციდენტსაც შეეხო. მიჩელმა
ორივე მოჩხუბარი დასაჯა და არ ათამაშა.

"მწვრთნელი სწორად მოიქცა. მედელმა და სპაჰიჩმა კარგად გაათვითცნობიერეს თავიანთი შეცდომა და დამეგობრდნენ კიდეც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული